საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სამუშაო შეხვედრა საერთო სასამართლოების მოსამართლეებთან

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ხელშეწყობით, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის კლინიკა დაფუძნდა.

 

2023 წლის 31 იანვარს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა სამუშაო შეხვედრა ქალთა მიმართა ძალადობის საქმეთა განმხილველ საერთო სასამართლოების მოსამართლეებთან. შეხვედრას დაესწრო 8 მოსამართლე, მათ შორის, თბილისისა და რუსთავის საქალაქო სასამართლოებისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის და ადმინისტრაციული სამართლის შემადგენლობის მოსამართლეები, ასევე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის კლინიკის 8 სტუდენტი
(მაგისტრანტი), კლინიკის ხელმძღვანელები, იურიდიული ფაკულტეტის დეკანი და USAID-ის სამართლის უზენაესობის პროგრამის წარმომადგენლები.

 

სამუშაო შეხვედრის მიზანი იყო ქალთა მიმართ ძალადობის საქმეთა განმხილველი მოსამართლეების მიერ თავიანთი გამოცდილების კლინიკის სტუდენტებისთვის გაზიარება. შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს პრაქტიკაში არსებულ სხვადასხვა გამოწვევებზე, მათ შორის, აუდიტორიამ განიხილა დაზარალებულის მიერ დუმილის უფლებით სარგებლობის საკითხი და არსებული პრობლემატიკა, დაზარალებულის დამოკიდებულება მოძალადის მიმართ, ქალთა მიმართ ძალადობის საქმეებზე გამამტყუნებელი განაჩენისთვის საჭირო მტკიცებულებების სტანდარტი და სექსუალური შევიწროების საქმეთა განხილვის სპეციფიკა.

 

შეხვედრაზე წარმოდგენილმა ყველა მოსამართლემ მზაობა გამოთქვა კლინიკასთან და უნივერსიტეტის სტუდენტებთან თანამშრომლობაზე. მონაწილეები შეთანხმდნენ ურთიერთობის სხვადასხვა ფორმატსა და სამომავლო შეხვედრაზე. სტუდენტების მიერ ქალთა მიმართ ძალადობის საქმეთა სასამართლო სხდომების მონიტორინგის განხორციელების ეტაპზე მაისის თვეში კვლავ გაიმართება სამუშაო შეხვედრა, სადაც სტუდენტები მოსამართლეებს მონიტორინგის შუალედურ შედეგებს გაუზიარებენ და მნიშვნელოვან საკითხებსა და მიგნებებზე მათგან უკუკავშირს მიიღებენ.

თარიღი: 01/02/2023